
ავტორი
Front News საქართველო
თვალყურს ვადევნებთ პროცესს, დავით კეზერაშვილს როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია თავის დაქვემდებარებაში. მან ხაბეიშვილი შეარჩია, როგორც თავის წარმომადგენელი, წინ წამოსწია და მხარი დაუჭირა. ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, – ამის შეახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ამ რევოლუციური გეგმის საუკეთესო აღმსრულებლად კეზერაშვილი შეარჩიეს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტრადიციული “ნაციონალური მოძრაობა“ ტრადიციული ადამიანების დაქვემდებარების ან ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ კითხვებს პასუხს მომავალი გასცემს.
რაც დღეს ხდება, ისაა, რომ 50 ათასი “ნაცის“ ფარგლებში ოთხი კანდიდატი იქნა შერჩეული და 50 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ კეზერაშვილი, უფრო სწორად, ხაბეიშვილი უნდა ჩაუდგეს სათავეში გაერთიანებას, ერთ დროს პოლიტიკურ გაერთიანებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს