გია ვოლსკი – გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტის განცხადებები იქნება დაკავშირებული კონსოლიდაციასთან


ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან თემას, მათ შორის მომავალ კვირას დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. რასაკვირველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იქნება პრეზიდენტის მოსვლა პარლამენტში. ასევე, ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება ყველა მიმდინარე საკითხზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტში კონსოლიდაციასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადებები.
“გვაქვს იმედი, რომ მისი განცხადებები იქნება დაკავშირებული კონსოლიდაციასთან, რომელიც ესოდენ აუცილებელია საგანგებოდ მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ სიტუაციაში, რაც დღეს მსოფლიოში წარმოიშვა. ზოგადად, ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ჩამოყალიბებული და გახმოვანებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით, გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე აღნიშულ თემაზეც იქნება საუბარი.
“ჩვენი პოზიციები იცით, განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა, არის სერიოზული დაპირისპირება ორ აზრს შორის. ერთი, რომელიც გულისხმობს ამ სტაბილურობის ასეთ მყიფე სიტუაციაში შენარჩუნებას, საომარ სიტუაციებში არჩართვას, პროვოკაციაზე არწამოგებას, რასაც რუსეთის ფედერაცია შეიძლება ესწრაფვოდეს ამ ეტაპზე. რასაკვირველია, სანქციების გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაც მოსმენილი გაქვთ ამასთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპირისპირო პოზიცია ამასთან მიმართებაში არის არათუ მხოლოდ საფრთხის შემცველი, არის რეალურად ყალბი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, სუბიექტებს სურთ, რომ შექმნილი უმძიმესი ვითარება გამოიყენონ, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ამ პოზიციების დასაბუთება ერთი და მეორე მხრიდან იქნება აქტუალური საკითხი მომავალ კვირასაც. რასაკვირველია, პოლიტიკური პოზიციების შეჯერება, აზრების მოსმენა გათვალისწინება არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მით უმეტეს თუკი პრეზიდენტი მოდის, ამ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და განცხადებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი

გია ვოლსკი – რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე

გია ვოლსკი – არავითარ დემენციასთან, ფიზიკური რესურსის შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე

გია ვოლსკი – პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხები, რომელზეც იჩემებს, რომ კომპეტენცია აქვს, გადახედილი უნდა იყოს მისი მხრიდან