გია ვოლსკი – ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არ აქვს, რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ


ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ეფექტური პრემიერ-მინისტრია და მის მიმართ არაერთი ჭორი და მოგონილი ამბავი გავრცელდება.
“ღარიბაშვილზე შეტევა მუდმივად იქნება. მან შს მინისტრად თუ პრემიერად ყოფნის პერიოდში საკმაოდ სერიოზული, მათ შორის პოლიტიკური ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგე ოპონენტ პარტიას და ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ობიექტური პოზიცია დაიკავა. მის სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული – თუნდაც ჯარის დახვეწის გზაზე მიღწეული თვალსაჩინო შედეგები. როგორც პრემიერმა, ქვეყნის ურთულეს პერიოდში სამშვიდობოზე გაყვანა უზრუნველყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.


გია ვოლსკი – ნიკა მელიას არანაირი შანსი არ აქვს

გია ხუხაშვილი – ამ კაცს თვითონ არ უნდა გადადგომა, თვითონ ეპოტინება თანამდებობას, არ ჩანს მის საუბარში?

გია ვოლსკი – განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს არ არის წინაპირობა, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, ამის საფუძველი არ ჰქონდეს