
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში 2008 წელს, “ნაცმოძრაობის“ საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის და სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილის ვიდეოს აზიარებს.
“კარგად მოუსმინეთ ორივეს! გეგონება შეთანხმებული ჰქონდათ. მოვლენების “კალენდარს” თუ გაეცნობი, სხვა დასკვნას ვერც გააკეთებ. მოლაპარაკებების ფორმატები ჩაშალეს. რუსეთი არაფერ შუაშია, სეპარატისტების ოინებიაო. განგაში არ ატეხეს. ხალხი არ გამოიყვანეს (მსხვერპლი დიდია). ისროლეს 7 ში, საკონსტიტუციო წესრიგს ვაღდგენთო, თავად გადაიღეს და მსოფლიოს მოსდეს. რუსეთი სეპარატისტების დასახმარებლად შემოვიდა 8 შიო.
ჩვენი ბრალიაო, ხელი მოაწერეს საერთაშორისო დოკუმენტს. კასეტური იარაღიც გამოვიყენეთ და რუსეთის ქმედება საპასუხო იყოო. სასამართლოებს არ მიმართეს, რუსეთის აგრესიის მტკიცებულებები გადამალეს.
რა მნიშვნელობა აქვს ამის მერე როგორ ლანძღავდნენ რუსეთს, რომ არ მოვსულიყავით და საერთაშორისო სასამართლოები არ მოგვეგო, ალბათ სამხედროებსაც დააჭერინებდნენ“, – წერს გია ვოლსკი.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს