გია ვოლსკი – კელი დეგნანის განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადება საკითხისადმი სუბიექტურ მიდგომას აჩვენებს, ვინაიდან არ არსებობს კომისიის შექმნის საფუძველი.
“განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს ამ თემაზე გამოძიების დაწყების ფაქტი და საფუძველი. სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან იქნება გამოძიება, თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ფაქტები და როდესაც სახეზეა ამ ფაქტების არარსებობის შემთხვევა, როცა სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მიწოდებული ინფორმაცია ემყარება მხოლოდ ღია წყაროებს, სუბიექტური მიდგომაა და სწორია ის გადაწყვეტილება, რაც უმრავლესობამ მიიღო, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.
რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ დამოკიდებულებას, რომ თემა უნდა განიხილოს საგამოძიებო სტრუქტურებმა და შემდეგ სასამართლოს გადაეცეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მართებული მიდგომაა, მაგრამ ასეთივე მართებულ მიდგომას მოითხოვს იმ მოსამართლეების საკითხიც, რომლებიც ასე ხელაღებით დაადანაშაულეს კორუფციაში. თუ ვინმე დასვამს შეკითხვას ორმაგი სტანდარტის შესახებ, ამ შეკითხვას საკმაოდ მყარი საფუძველი ექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი




