გია ვოლსკი – ლევან იოსელიანს აქვს რესურსი, სახალხო დამცველი გახდეს თუ დაძლევს პოლიტიკურ წარსულს, საიდანაც მოდის


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ლევან იოსელიანს აქვს რესურსი სახალხო დამცველი გახდეს თუ დაძლევს პოლიტიკურ წარსულს, საიდანაც მოდის.
“იდეალური გადაწყვეტილების ძებნაში შეიძლება დიდი დრო გავიდეს და სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკმაოდ სერიოზულად დაზიანდეს. შეიძლება ყველასთვის სასიხარულო დასკვნები არ გააკეთოს, მაგრამ განცდა ობიექტურობისა უნდა ჰქონდეს, ნებისმიერ ადამიანს.
იოსელიანს, მასთან პიროვნული ურთიერთობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, აქვს ამის რესურსი, მაგრამ არ ვართ ჯერ დარწმუნებული, რომ ის გათავისუფლდება იმ პოლიტიკური აურიდან, რომლიდანაც მოდის. თუკი აქვს რესურსი, დაძლიოს და გადალახოს ეს ნაკლოვანება, მხარიც უნდა დავუჭიროთ, თუ უკეთესი კანდიდატურა არ იქნება წარმოდგენილი,” – აცხადებს ვოლსკი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს.
“მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს.
სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
თაგები:
გია ვოლსკი

გია ვოლსკი – სახალხო დამცველი “ნაცმოძრაობის” გარე სპიკერად ჩამოყალიბდა

გია ვოლსკი – მოქმედი სახალხო დამცველის მონაცემები უნდა ავიღოთ, რათა სწორი წარმოდგენა გვქონდეს, როგორი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი

გია ვოლსკი – ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილი რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან, არაფერს ცვლის