
ავტორი
Front News საქართველო
ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ყველაფერი, ვინაიდან, როდესაც პოლიტიკური გუნდი იკრიბება და დღის წესრიგში მხოლოდ ნგრევა აქვთ და ამ ნგრევის რესურსებში ეჯიბრებიან ერთმანეთს აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ, ვინაიდან მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
“საზოგადოებას სჭირდება სტაბილურობა. როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს ადამიანი, მისი პირველ მოთხოვნაა რჩეულისადმი, რომ აქ იმუშაოს და მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და არ შეუქმნის ისეთ მდგომარეობას, რომელშიც „ნაცმოძრაობა“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია აპირებს, რომ ამყოფოს საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს