გია ვოლსკი – მარტივი მოსმენა ნამდვილად არ იქნება, რომელიმე კითხვაზე პასუხის გაუცემლობას არავინ აპირებს


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსმენას ეხმაურება.
“მარტივი მოსმენა ნამდვილად არ იქნება. რომელიმე კითხვაზე პასუხის გაუცემლობას არავინ აპირებს. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი ე.წ. ოპოზიციისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. თუ კითხვის დასმის აუცილებლობა იქნება, ჩვენი მხრიდან კითხვები იქნება მწვავე და საქმიანი. მაგრამ, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადება მოვისმინეთ, რომ მათ ერთი კითხვა აქვთ, როდის უნდა გადადგეს მთავრობა. ანუ, უნდა ველოდოთ იმას, რომ აქ საქმიანი დებატები არ გაიმართება”-განაცხადა ვოლსკიმ.
ვახტანგ გომელაურს 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს