
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ადამიანები შეიკრიბნენ და არ შეიძლება საუბარი, თითქოს მათ საპროტესტო აქციას ვიღაც აორგანიზებს.
“გუშინ ვინც შეიკრიბა, ეს ხალხი არის დაზარალებული და ოჯახის წევრები სასტიკად ნაწამები ან მოკვდინებული ჰყავთ. ასევე, მათ წაართვეს ქონება და ღირსება. არ შეიძლება ამ ადამიანებთან ისე საუბარი, რომ მათ საპროტესტო აქციას ვიღაც უკეთებს ორგანიზებას. ორგანიზება არ სჭირდება იმას, რომ, როცა მთავარი დამნაშავის გამოშვების, შეწყალების საშიშროება დგას, ადამიანთა ნაწილი შეიკრიბოს.
ვფიქრობ, უფრო კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები, რომლის უკან შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იდგეს, რაც უპირისპირდება როგორც კონკრეტული ადამიანების ინტერსებს, ემოციას, ასევე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. მისი პასუხი აბსოლუტურად ორაზროვანი იყო. არ ველოდები და ვერც წარმომიდგენია, რომ ისეთ შეცდომას დაუშვებს, როცა იქნება რეალიზებული გარკვეული თაღლითური პიარკამპანიის თაღლითური სქემა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს