
ავტორი
Front News საქართველო
ვინც უტიფარ განცხადებას აკეთებს, თითქოს საშვებზე დაწესებული შეზღუდვის მიზანი სააკაშვილის იზოლაციაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რომელიც შეცდომაში არ შედის და ზუსტად იცის, პატიმარი როგორ უნდა იყოს, რა რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის უსაფრთხოება ყველა მხრივ უნდა იყოს დაცული.
“წარმოუდგენელია, რაც ახლა სააკაშვილის გარშემო ხდება – რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, რომელშიც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს. არათუ მისი ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ედარდებათ, მისი სიცოცხლეც კი. თავიანთ პროპაგანდისტურ აქტივობებში მოწამვლა, დამძიმება, პუტინის გვარი შემოიტანეს და დაიქირავეს უშველებელი პროპაგანდუსტული ორგანიზაცია, სადაც ფულს ხარჯავენ, მსოფლიოს ეუბნებიან, რომ მოწამლული სააკაშვილი უნდა მოკვდეს და ასე შემდეგ. აქ არ არის მხოლოდ რეჟიმის დაცვის აუცილებლობა, არამედ აქცენტი გასაკეთებელია მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. მეტიც, ხაზგასასმელი სწორედ ეს ნაწილია, სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება ყველა მხრივ უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს, მოწამვლის თემის გარშემო სრული თაღლითების შეკრება აუცილებლად მოითხოვს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს