
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთი ვერ ახერხებს, რამდენიმე ქვეყნის გარდა, ვინმე დაიყოლიოს უკანონო აღიარებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევა წარმატებულია, რაც ყველას უნდა უხაროდეს.
“ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ ხელშეუხებელია ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, განსაკუთრებით, თუ ის აგრესიის ქვეშაა, როგორც უკრაინა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მთავარი პოსტულატია, რაზეც ხელისუფლება დგას. რასაკვირველია, სრული თანხვედრაა ჩვენი პოზიციის ჩინეთთან და ინდოეთთან, მაგრამ კიდევ არსებობს არაღიარების გარკვეული სტრატეგიული მიმართულებები, რომელსაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები უზრუნველყოფენ, საგარეო უწყებას ვგულისხმობ. ამიტომ ასეთ განცხადებას პერსპექტივა არ გააჩნია, მაგრამ ყოველგვარი ემოციის გარეშე რომ ვიმსჯელოთ, რუსეთს თავისი სტრატეგიული გეგმა და სტრატეგიული ამოცანები აქვს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება საქართველოს ამოცანებსა და მის მომავალს. აქედან გამომდინარე, ჭიდილი და დაძაბულობა არსებობს, მათ შორის სამხედრო და პოლიტიკურ სფეროში, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს თავისი უშველებელი რესურსებით ვერ მოუხერხებია ის, რომ, რამდენიმე ქვეყნის გარდა, ვინმე დაიყოლიოს უკანონო აღიარებაზე.
ამ ეტაპზე ჩვენი ძალისხმევა წარმატებულია და ეს ყველას უნდა გვიხაროდეს. სამწუხაროდ, არსებობს ხალხი, ვისაც ეს არ უხარია. კარასინის განცხადების საფუძველზე რუსეთი რაღაცას თუ მიაღწევს, ეს იქნება ძალიან დიდი ზეიმის წინაპირობა და მიზეზი რადიკალური ოპოზიციისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს