
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, მთავარია, კომპანიები სანქცირებული არ იყოს.
“რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს და ძალიან კარგია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამოიღეს იმ სიიდან, სადაც სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებია ნახსენები.
მთავარია, კომპანიები არ იყოს სანქცირებული. ადამიანი, რომელიც დღეს რუსეთის ბიუჯეტიდან იკვებება, ის რომ ამ კომპანიის სანქცირებაზე საუბრობს, ეს შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც დღეს გაგვაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა“ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს