
ავტორი
Front News საქართველო
მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ! ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც აშშ და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო! – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და სალომე ზურაბიშვილის, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დონალდ ტრამპის შეფასებასა და არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებების ვიდეოებს აზიარებს.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საინტერესოა ვიდეოებში წარმოდგენილ შეფასებებს თავად ან მათი ლობისტები როგორ ხსნიან (“აპრავებენ”) დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები.
„მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ!
ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც აშშ და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო!
საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან (“აპრავებენ”) ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები!“, – წერს გია ვოლსკი.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს