გია ვოლსკი – სახალხო დამცველი “ნაცმოძრაობის” გარე სპიკერად ჩამოყალიბდა


ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველი და არაერთი პოლიტიკური აქტივისტი იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რომელიც აქვს „ნაცმოძრაობას“, რომ მათთვის უპერსპექტივო არჩევნებში რაღაც პერსპექტივა ჰქონდეთ, თუ მძიმე ეპიდმდგომარეობა იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
“ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველი, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს, იმ ინტერესების გარე სპიკერებად ჩამოყალიბდნენ, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობას“, რომ მათთვის უპერსპექტივო არჩევნებში რაღაც პერსპექტივა ჰქონდეთ, თუ მძიმე ეპიდმდგომარეობა იქნება. მათთვის პერსპექტივა არ არსებობს და ახლა არჩევნების გადადებაზე ალაპარაკდნენ, რომ სკანდალური თემა აიწიოს.
ეპიდუსაფრთხოების თვალსაზრისით, საარჩევნო პროცესი, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდი იმ დონეზე იქნება წარმართული, რომ საფრთხეები მინიმუმამდე იყოს შემცირებული და მართვაც უფრო ადვილი იქნება. სახალხო დამცველსაც და ყველა სხვას მართებს სიღრმისეული კონსულტაციების გავლა დარგის სპეციალისტებთან და არა პოლიტიკურ პარტიებთან და მოღვაწეებთან, რომლებსაც თავისი ინტერესი გააჩნიათ.
პერსპექტივა იმის, რომ ორ თვეში კოვიდსაფრთხეებისგან გათავისუფლდება მსოფლიო, შესაბამისად, საქართველო და ამის გამო პოლიტიკური პროცესი უნდა შეწყდეს, არ არის მართებული და ასეთი მოსაზრებები შეიძლება მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებს გააჩნდეთ. ან საპრეზიდენტო არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო ამერიკაში, რომელსაც უმძიმესი პერიოდი ჰქონდა იანვრისთვის. პოლიტიკური პროცესის შეჩერების სურვილი აქვთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც პერსპექტივა არ გააჩნიათ და მხოლოდ ის სტრატეგიული გეგმა აქვთ, რასაც დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარების განვითარება ჰქვია. ეს არ გამოუვიდათ, ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გამჟღერებელი გარე სპიკერები მომრავლდებიან, მათ შორისაა სახალხო დამცველიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს