
ავტორი
Front News საქართველო
ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ საქართველო საიმედო დასაყრდენია და ელჩმა საიმედო დასაყრდენის რყევის განცხადებები არ უნდა აკეთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“შეიძლება, რადიკალური დაპირისპირების რაღაც ფორმულირებებიც მოვიყვანოთ, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებს არ უხდება მთელი რიგი განცხადებები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან და ელჩისგან მოდიოდა. ბოლო სამხედრო სწავლებებმაც გვიჩვენა, რომ საკმაოდ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობა ურყევია.
არ ვჩემულობ არავის გმირობას, მაგრამ საქართველომ არაერთი შვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა დაკარგა, რათა ამერიკელებთან ერთად, მხარდამხარ დაპირისპირებოდა საერთაშორისო ტერორიზმს ან ორგანიზებულ დანაშაულს. ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ საქართველო საიმედო დასაყრდენია მისთვის და ელჩმა არ უნდა აკეთოს საიმედო დასაყრდენის რყევის განცხადებები, რომლებიც არაერთხელ ვიხილეთ კელი დეგნანისგან. თუნდაც სიტყვიერი პოლემიკა, ხანდახან მწვავეც, არ წარმოადგენს გამოხატულებას, საით მიდის საქართველოს საგარეო კურსი ამ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს