გია ვოლსკი – საქართველოს სასამართლო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას და ნატო-ს წევრ ქვეყნებს უსწრებს


ავტორი
Front News საქართველო
სასამართლოზე შეტევა რომ გაგრძელდეს არის თემა, რომელიც აინტერესებს ჩვენ სავალალო ოპოზიციას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“სურათი საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბდა. ეს არ არის სურვილი, რომ მოიკვლიონ რაიმე დანაშაული ან დანაშაულის წყარო, რომელიც სასამართლოში არსებობს. ვინაიდან, ერთის მხრივ, ასეთი ფაქტები არ არის და მეორე მხრივ, გამოქვეყნებული ფუნდამენტური კვლევები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს კვლევები მოწმობს, რომ საქართველოს სასამართლო ევროკავშირის ფორმატში მოწინავე პოზიციებზეა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას და ნატო-ს წევრ ქვეყნებს უსწრებს მონაცემებით.
ფუნდამენტურ კვლევები ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა შესწავლილია, უამრავ კითხვას გაეცა პასუხი, კონკრეტული ფაქტებია აღებული და დასკვნები ამ ფაქტების საფუძველზეა გაკეთებული.
სასამართლოზე შეტევის პროცესი რომ გაგრძელდეს არის თემა, რომელიც აინტერესებს ჩვენ სავალალო ოპოზიციას. თუკი რეფორმის რაიმე მიმართულება, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ არ არის მისაღები და უკეთესი მოსაზრებები არსებობს, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტი არის. როდესაც მუშაობა არ გინდა, მხოლოდ მობილიზებული ხარ, რომ რაღაც დესტაბილიზაცია მოახდინო და სასამართლოა შეტევის ერთ-ერთი ობიექტი, ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ თუ არ დავრეგისტრირდით არ ნიშნავს, რომ რაღაცის შიშს აქვს ადგილი. თუ რაიმე ფაქტი არსებობს, რა შიშზეა საუბარი, ფაქტზე რეაგირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი

რევაზ ჯაველიძე – კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას

გია ვოლსკი – რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა

ვლადიმერ ბოჟაძე – საქართველო უსწრებს ევროკავშირის 6 წევრ და ყველა კანდიდატ ქვეყანას, მხოლოდ მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება