გია ვოლსკი – თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა


ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა და თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
“გახარიამ განცხადება გააკეთა კორუფციის, ივანიშვილის ოლიგარქობის თაობაზე და არ ვფიქრობ, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი და თუნდაც, როგორც პიროვნება, საუკეთესო მხარით წარდგა საზოგადოების წინაშე. მან ვრცელი გზა გაიარა, ბიზნესომბუდსმენობიდან პრემიერ-მინისტრობამდე და არ მგონია, ადამიანს, ვისაც გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა თუნდაც პირადად ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალობა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები და გადაცდომები არსებობდა. არ შეიძლება, სხვა საფუძველი ჰქონდეს ამ განცხადებას, თუ არა პოლიტიკური მიზანი და სპეკულაცია. საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა“, – განაცხადა გია ვოლკიმ.
პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა. საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს“.
თაგები:
გია ვოლსკი

გია ვოლსკი – შეუსაბამობა იმდენად დიდი და უტიფარია, რომ სხვა არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია

გია ვოლსკი – უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუ არ გააკეთებენ განცხადებას

გია გაჩეჩილაძე – მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს – მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების