Logo

გია ვოლსკი - თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, იმას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ

პოლიტიკა
381
Frontnews image description

თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, იმას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს.

"ვფიქრობ, თინა ბოკუჩავას ქმარი, კოტე უნდა დაიბარონ. ის იქიდან გვახსოვს, როცა თქვა, რომ იესო ქრისტეს ჯიბეში 30 ვერცხლი ჩაუდეს, ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. გვახსოვს მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც, მაგრამ იმას, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს და ისე გამოიყვანოს, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ რვა წლის წინ სისულელე თქვა. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელა შეტევა. ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ, ამავე დროს, ახლავს სიბოროტის ის დონე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა მაშინ, როცა ბოკუჩავა ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღესაც რჩება. რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოიკითხოს. მახსოვს, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც თავს დაესხნენ. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არც საზღვარგარეთ არავინ დაიჯერებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს წინ კოტე იოსელიანის გატაცება და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაშინება უძღოდა.

თაგები:

გია ვოლსკი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები