
ავტორი
Front News საქართველო
ფაქტია, რომ ჩვენგან არ მოდის ეს საკმაოდ სერიოზული, უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში უტიფარი ბრალდებები. მათ საუბარს ვერავინ დატოვებდა პასუხგაუცემელს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განაცხადას, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ”.
“ძალიან სერიოზული სტატიები, მათ შორის და დასკვნები გაჟღერდა საერთაშორისო დონეზე, თუნდაც არხამიას და აბრამოვიჩის რაღაც გაურკვეველ ურთიერთობებზე, აბრამოვიჩის მონაწილეობაზე მოლაპარაკებებში, თითქოს, თურქეთ-რუსეთი ისე ვერ გაარკვევენ, თუ აბრამოვიჩი იქ არ არის ჩართული და ბევრი საკითხია, რაც გადაფარვას მოითხოვს.
ვფიქრობ, რაღაც საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს, მათ შორის ჩვენი მედიასაშუალებების ძალისხმევით, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს