გია ვოლსკი – ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ფარისევლობაა

ავტორი
Front News საქართველო
ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ფარისევლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიან სასამართლოს ელოდებიან, რათა მისი ბრალეულობა ან უდანაშაულობა დამტკიცებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, “საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტად არის ინფორმირებული იმ მკვლელობების თაობაზე, რომელიც მისმა კასტამ ჩაიდინა“.
“თუნდაც, აჭარელი ბიჭები გავიხსენოთ და არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანი. სხვა უამრავი ადამიანი დაჩაგრეს, მათ ჯანმრთელობა და სიცოცხლე წაართვეს. უამრავი ადამიანი არის ნაწამები, ღირსებაშელახული და ეს ადამიანები დაკავშირებული არიან იმ მმართველობასთან, რაც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. ამ განცხადებაზე ხელმომწერები უპირისპირდებიან თითოეულ იმ ოჯახს, რომლის კისერსა და პირად ისტორიაზე გადაიარა იმ რეჟიმმა, რასაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


