გიგა ბედინეიშვილი – ამ ეტაპზე არ ვხედავ, რომ პირდაპირ დასანქცირდეს მათ მფლობელობაში მყოფი კომპანიები, თუმცა მათი პოზიციები ძალიან დაზიანდება


ავტორი
Front News საქართველო
ამ ეტაპზე არ ვხედავ, რომ პირდაპირ დასანქცირდეს მათ მფლობელობაში მყოფი კომპანიები, თუმცა მათი, როგორც ინვესტორების პოზიციები ძალიან დაზიანდება, – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები “ოცნებასთან” დაახლოებული პირებს დაუწესდათ.
“ეს ადამიანები შეირჩნენ კრიტერიუმით, ვინც “რუსული კანონებით” მოქმედებენ, როგორც ბიზნესმენები და როგორც ოლიგარქები, რომლებიც შერწყმულები არიან მთავრობასთან.
აფინანსებენ “ქართულ ოცნებას”, ზოგი პირდაპირ და ღიად, ზოგი ირიბად. უამრავი ფორმა არსებობს იმისა, როგორ შეიძლება სახელისუფლებო პარტიას დაეხმაროს რომელიმე კომპანია. უამრავი ფორმები არსებობს პოლიტიკური კორუფციის.
ზოგჯერ პირდაპირ პროპაგანდისტული სიმძლავრეებს ფლობენ ზოგიერთი ბიზნესმენები და შესაბამისად, პირდაპირ წყალს ასხამენ “ქართული ოცნების” წისქვილს.
ამ ეტაპზე არ ვხედავ, რომ პირდაპირ დასანქცირდეს მათ მფლობელობაში მყოფი კომპანიები, თუმცა მათი, როგორც ინვესტორების პოზიციები ძალიან დაზიანდება”, – განაცხადა ბედინეიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში სავარაუდოდ, ბიზნესმენთა ნაწილიც მოხვდება.
თაგები:
გიგა ბედინეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს