გიგა ბედინეიშვილი – ივანიშვილი ამერიკული სანქციებიდან ბოლომდე დაცული ვერსად იქნება


ავტორი
Front News საქართველო
მე მგონია, რომ ჯერ არ არის ივანიშვილი დარწმუნებული, როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რამე დათმობაზე რომ წავიდეს შეიძლება მერე, – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ამერიკული სანქციებიდან ბოლომდე დაცული ვერსად ვერ იქნება.
“ივანიშვილი ცდილობს ქონების შენარჩუნებას. საბოლოოდ, მე მგონია, რომ ცდილობს რაღაც შეთანხმება გვქონდეს და გადაარჩინოს ქონება, ოღონდ მომენტს ელოდება. ივანიშვილი ამერიკული სანქციებიდან ბოლომდე დაცული ვერსად იქნება. თვითონ სანქციებს ქცევის შეცვლის უნარი აღარ აქვს, სანქციების მუქარას აქვს ქცევის შეცვლის უნარი.
მე მგონია, რომ ჯერ არ არის ივანიშვილი დარწმუნებული, როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რამე დათმობაზე რომ წავიდეს შეიძლება მერე”, – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
თაგები:
გიგა ბედინეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს