გიგა ბედინეიშვილი - მგონია, რომ რაღაც მანიპულაციას აქვს ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით


ავტორი
Front News საქართველო
მგონია, რომ რაღაც მანიპულაციას აქვს ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ინფლაცია ქვეყანაში უფრო მაღალია.
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პირადად ჩემთვის, არ არის დამაჯერებელი. მგონია, რომ რაღაც მანიპულაციას მართლა აქვს ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება დეფლატორს უკავშირდებოდეს, 3%-იანი ინფლაციის მაინცდამაინც არ მჯერა. მგონია, რომ ინფლაცია უფრო მაღალია, შესაბამისად, უფრო მაღალი ინფლაციის კალკულაციებში შეყვანით უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა გამოვიდოდა.
ზოგიერთ სექტორში აშკარაა შენელება. მშენებლობის სექტორში გაყიდვების თვალსაზრისით აშკარად ცუდადაა საქმე", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
თაგები:
გიგა ბედინეიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა