
ავტორი
Front News საქართველო
ფასების ზრდისა და ინფლაციის ძირითადი მიზეზი არის უფრო რბილი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე საჭიროა. ყველაფერი მიდის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკურ სხვადასხვა სექტორში აშკარა ჩამორჩენა და კრიზისია.
"ჩემი აზრით, ფასების ზრდისა და ინფლაციის ძირითადი მიზეზი არის უფრო რბილი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე საჭიროა. ყველაფერი მიდის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე.
ფასები არის მოთხოვნა-მიწოდების შედეგი და თუ რაღაც შეძახებით და რეპრესიული მეთოდებით არეგულირებ ფასებს, ეს გამოიწვევს დეფიციტს, მოტივაციის დაკარგვას ეკონომიკაში, რომ წარმოება გაიზარდოს და ამის შედეგად, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.
რაც შეეხება მოსაზრებას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები პირადად ჩემთვის, არ არის დამაჯერებელი. ზოგიერთ სექტორში აშკარაა შენელება. მშენებლობის სექტორში გაყიდვების თვალსაზრისით აშკარად ცუდადაა საქმე", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
თაგები:
გიგა ბედინეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს