
ავტორი
Front News საქართველო
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიას” დადებითად აფასებს შესახებ.
“ძალიან დადებითად ვაფასებ, სულისკვეთებას, მთავარ გზავნილს. ჩემი პოლიტიკური გუნდის ნაცვლად არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაა, რომ ჩვენ და ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს ამ გზავნილს და მთავარი, რაც ყველამ უნდა გაიგოს და რაზეც იყო ამდენი ხანი, ჩემი აზრით არასასარგებლო კუთხით გზავნილები, ერთმანეთში ათქვეფა, ერთ ყულაბაში ჩაყრა განსხვავებული პოლიტიკური ძალების არის ის, რაც უნდა მმართველი გუნდის პროპაგანდას, განსხვავებები მნიშვნელოვანი უნდა არსებობდეს, კამათიც უნდა იყოს, ოღონდ ჩვენ უნდა შევძლოთ დემონსტრირება იმისი, რომ შეგვიძლია შეთანხმება ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია რომ სწრაფად გადაიდგას, რომ უფსკრულის პირას ვართ, ამ რეჟიმმა დაგვაყენა და აქედან უნდა გავიწიოთ”, – განაცხადა ბოკერიამ.
სალომე ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს