
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ღია პროპაგანდას ეწევა, რომ დასავლეთი არის მტერი და პუტინი არის მოკავშირე, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერია პრეზიდენტის განცხადება, რომელიც პრემიერს და ხელისუფლებას ანტიდასავლური რიტორიკისგან გამიჯვნისაკენ მოუწოდებს, უშედეგოს და დამაზიანებელს უწოდებს.
“ეს პროპაგანდა ამ რეჟიმის მიერ წლებია, მიდის. ახლა გავცდით იმ ზღვარს, როდესაც მათი პროპაგანდისტული საშუალებები აცხადებენ, რომ დასავლეთი მტერია.
რაც უფრო სწარაფად დავანებებთ თავს ამ უსაგნო დისკუსიას, [რომ გაემიჯნოს ანტიდასავლურ რიტორიკას] მით უკეთესია. ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ღია პროპაგანდას ეწევა, რომ დასავლეთი არის მტერი და პუტინი არის მოკავშირე, ეს იგულისხმება. პაკეტში არის ეს ერთად, დღეს სამწუხაროდ, ჩვენ მხარეს ბევრის მცდარი, უნებისყოფო და გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, პრეზიდენტის ჩათვლით, ჩავთვალოთ, რომ აქეთ მხარეს არის მაინც. უპირატესობა აქვთ მათ. იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვას პრემიერმა, არ აქვს მნიშვნელობა, ნიაღვარი მუშაობს და ხვალაც გაგრძელდება და ზეგაც. შეიძლება დროებით პაუზა აიღოს, მაგრამ ჩადებული აქვთ ეს დამანგრეველი, გულისამაცრუებელი ამბავი საზოგადოებაში“, – განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს