
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის კაცი, რომელიც დღეს ივანიშვილის დავალებით ისტორიულ შანსს აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას, უპირისპირდება თავისუფალ სამყაროსა და დასავლეთს, ატარებს ანტიქართულ მოღალატეობრივ პოლიტიკას, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლის შეჯამების კომენტირებისას განაცხადა.
“ეს კაცი არის პაროდია იმის, რაც პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს და ასეთი ტრაგიკული ამბავი რომ არ იყოს, როცა ასეთ ისტორიულ მომენტში ეს სამარცხვინო არარაობა ჰყავს ივანიშვილს დანიშნული, უბრალოდ ვიცინებდით ამაზე. თან ყოველ ჯერზე ახერხებს, რომ მაინც გამოიჩინოს თავი ყველა მოლოდინის მიუხედავად, აი უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისასაც კი იწვება, რომ რეალურად არ უსურვებს ამას, იმიტომ რომ სიტყვა გამარჯვება არ უნდა ახსენოს.
ყველა სხვა საკითხზეც, მონაკო აფხაზეთშიო და ა.შ, ეს არის კაცი, რომელიც დღეს ივანიშვილის დავალებით ისტორიულ შანსს აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას, უპირისპირდება თავისუფალ სამყაროსა და დასავლეთს, ატარებს ანტიქართულ მოღალატეობრივ პოლიტიკას. ეს ყველაფერი აჯამებს ამ კაცს და სამწუხაროდ, ამ წლებსაც, სანამ ივანიშვილის არის ხელისუფლებაში”, – განაცხადა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს