Logo

გიგა ბოკერია – ეს პროცესი არც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას

პოლიტიკა
1565
Frontnews image description

ეს პროცესი არც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ  გიგა ბოკერიამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ეროვნული თანხმობის იდეით დაწყებული საუბრების ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

 

შეხვედრაზე პრეზიდენტთან “ევროპული საქართველოს” ლიდერები გოგა ბოკერია და გიგი წერეთელი იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, თავისთავად დიალოგის პროცესი მისაღებია, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე ამ ეტაპზე ეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს. 

 

“ეს პროცესი არც უკავშირდება და ვერც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის  განმუხტვას. ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. სანამ ეს უფსკრული ღრმავდება ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო პირველ რიგში,  ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა, ზოგადად, რაიმე სხვა ტიპის ისტორიულ საკითებზეც გაჭირდება.

 

ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის, მე თუ სწორად გავიგე,  დიდ, მნიშვნელოვან საკითებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. მისი რიტორიკაც,  რაც მოვისმინე პრეზიდენტისგან,  ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეგ არანაირად არ  არის დაკავშირებული იმასთან,  ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს.  მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს, შეუძლებელია, თუ მათი იძულება არ მოხდა და მათი იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებებით”, – განაცხადა ბოკერიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები