Logo

გიგა ბოკერია – გავერთიანდეთ ამ რეჟიმის როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან, ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში

პოლიტიკა
23.06.2022 / 13:38
Frontnews image description

ამ რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი რამ,  რაც ჩვენ ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ  გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ყველა ძალა “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორებისათვის უნდა გაერთიანდეს. 

 

“მათ უნდათ, რის დემონსტრირებასაც გუშინ ახდენდნენ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, ოპონენტების უძალობა პარლამენტში, გასული არიან ნებისმიერი დისკუსიის ფარგლებიდან.  გავერთიანდეთ ერთადერთ ამოცანაში,  ამ რეჟიმის როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან, ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში. 

 

ამ რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი რამ,  რაც ჩვენ ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს. ამისკენ უნდა მოვუწოდოთ მოქალაქეებს. ამის მიღწევას ჭირდება აქტიური მოქალაქეების დიდი რაოდენობა.  არა ერთი და ორი აქცია, არამედ შესაძლოა, კარგა ხანი ამ რეჟიმის მშვიდობიანი  პროტესტით რყევისთვის და მწვავე და მტკიცე ფორმით ამ რეჟიმის გაძევებისა, ერთადერთი ვითარება, როდესაც ამ რეჟიმთან და ივანიშვილთან საჭირო იქნება კომუნიკაცია,  ეს არის, როდესაც ვითარება იქნება გადატეხილი, ისინი უკვე იქნებიან ზღვარზე და იქნება ივანიშვილი შეგუებული,  რომ ძალაუფლება უნდა დათმოს. მხოლოდ მაშინ შეიძლება  მათთან საუბარი, რომ ისე წავიდეს ეს კაცი და მისი გარემოცვა რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დააზარალოს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Advertisement