
ავტორი
Front News საქართველო
ვადამდელი არჩევნები ყველას გვინდა, ოღონდ ისე არ გამოვიდეს, რომ 2014 წელს, როცა ვადიანი არჩევნებია, ჯერ სუპერ უმრავლესობა არ გვქონდეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას ახალი ინიციატოვა არ გაუჟღერებია, როდესაც ვადამდელ არჩევნებზე განცხადება გააკეთა. ამას მოთხოვნა კი არა მუშაობა სჭირდება.
“ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა კი არა, უნდა იმუშავოს მაგაზე, თითქოს რაღაც ინიციატივა გამოიჩინა და „შემომიერთდითო“, შემოერთებულები კი არა აქამდე ათასჯერ ნათქვამი გვაქვს და ეს იყო საკვანძო მოთხოვნა.
ამას სჭირდება მეტი ადამიანის დარწმუნება, ვიდრე აქამდე იყო. სანამ მიხვალ მშვიდობიანი პროტესტის იმ ზღვრამდე, რომ იძულებული გახადო ეს რეჟიმი, ვადამდელი არჩვენები იყოს, არჩევნებზე მომსვლელი ისეთი უმრავლესობა არსებობდეს, რომელსაც კრიმინალური მეთოდებით არჩევანს ვეღარ წაართმევ. ვადამდელი არჩევნები ყველას გვინდა, ოღონდ ამ ორთქლის გამოშვებით ისე არ გამოვიდეს, რომ 2024 წელს, როცა ვადიანი არჩევნებია, ჯერ სუპერ უმრავლესობა არ გვქონდეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს