
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის შემთხვევაშიც პლახოტნიუკის მსგავსი სცენარი განვითარდება, ოღონდ ჯერ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ მოლდოველი ოლიგარქი ჯერ საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიულმა ძალებმა დაამარცხეს.
“პლახოტნიუკი ჯერ ქვეყნის შიგნით დამარცხდა დემოკრატიულ-პროდასავლურ ძალებთან, შემდეგ ამას მოყვა კიდეც დასავლეთისგან სანქციები. დღეს ის არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, კიდევ უფრო გაურთულდება სავარაუდოდ, ეს მდგომარეობა, ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი განვითარდება, ოღონდ ჯერ ჩვენ უნდა დავამარცხოთ, ქართულმა საზოგადოებამ“, – განაცხადა ბოკერიამ.
აშშ-მა მოლდოველი ოლიგარქები და რამდენიმე კომპანია დაასანქცირა.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს