
ავტორი
Front News საქართველო
კამპანია იმის თაობაზე, რომ უკვე გაყალბებულია არჩევნები, აწყობს “ქართულ ოცნებას”, რომ უიმედობა დანერგოს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის არჩევნების შედეგები დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე.
“ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე და საზოგადოებაზე. თუ იქნა საზოგადოების აქტივობა, დიდი კონსენსუსი და ნება – ვერანაირი არჩევნები ვერ გაყალბდება.
კამპანია იმის თაობაზე, რომ უკვე გაყალბებულია არჩევნები, აწყობს “ქართულ ოცნებას“, რომ უიმედობა დანერგოს. ეს არის სწორედ ის, რაც მათ სურთ, რომ იყოს წინასწარ კლიმატი.
ჩვენი პარტნიორების ინფორმირება ამ მეთოდებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ყველა ტიპის ზეწოლა, რა ეფექტიც არ უნდა გამოიღოს გამოსაყენებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი წყდება არა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებით, არამედ ჩვენი საზოგადოების აქტიურობით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს