Logo

გიგა ბოკერია – კომიკურად მიმაჩნია ამის ნიკა მელიას ინიციატივად მონათვლა

პოლიტიკა
07.09.2022 / 18:57
Frontnews image description

ეს არანაირი მელიას ინიციატივა არ არის, ეს არის მორიგი ჰაერის გამოშვება, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მელიას განცხადებას.

 

“მე კომიკურად მიმაჩნია ამის ნიკა მელიას ინიციატივად მონათვლა. მე თუ კიდევ ერთხელ დავიწყებ ვადამდელ არჩევნებზე საუბარს, ეს ჩემი ინიციატივა გახდება?! “კარგი იქნება ვადამდელი არჩევნები“ – თქვენ ახლა მიხვალთ და კითხავთ მელიას ბოკერიას ინიციატივაზე რას იტყვითო?! არა, ჰო და ზუსტად ასევე მინდა ვთქვა, ეს არანაირი მელიას ინიციატივა არ არის, ეს არის მორიგი ჰაერის გამოშვება.

 

ეს პოზიცია არსებობს დიდი ხანია და “ევროპულ საქართველოს” ეს პოზიცია გვაქვს თავიდანვე, როცა სულელურ ლაპარაკს ჰქონდა ადგილი, რომ 12 პუნქტზე შეძლებდნენ თუ ვერა შეთანხმებას და წლის ბოლომდე რეჟიმის დასრულებას რომ აანონსებდა მელია გახსოვთ შარშან? ჩვენ მაშინ ვიძახდით, რომ ამოცანა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, ოღონდ არ შეიძლება რაღაც მოლოდინი შექმნა, რაღაც ზღვარი დააწესო, იმიტომ რომ სანამ არ არის საზოგადოებრივი მშვიდობიანი პროტესტი იმ ხარისხით, რომ იძულებული გახადო რეჟიმი, ვერ მიაღწევ ამას. ამიტომ ჩვენ გვაქვს მისაღწევი ამოცანა, რომ საზოგადოების ისეთი მობილიზება იყოს, რომ არჩევნებზე, როცა არ უნდა ჩატარდეს ის, ან ვადიანი 2024-ში ან ვადამდელი, რაც ძალიან სასურველია, მაგ ნაწილში მელიას ვეთანხმები, რა თქმა უნდა, გადაწონოს ივანიშვილის უკანონო ქმედებები. ეს არის მისაღწევი და ამისთვის საჭიროა ბევრად მეტი მოქალაქის ჩართვა ამ პროცესში, ხოლო ვადამდელი არჩევნების მისაღწევად საჭიროა, რომ ეს მოქალაქეები შემდეგი წლის განმავლობაში მზად იყვნენ გრძელვადიანი, მოთმინებიანი პროტესტისთვის და ამას სჭირდება პოლიტიკური პროცესისთვის მოქალაქეების ნდობის დაბრუნება, ხოლო ამ ნდობის დაბრუნება სჭირდება იმ მოთამაშეებისგან, მათ შორის ყველაზე მსხვილი მოთამაშისგან ნაციონალური მოძრაობისგან, დემონსტრირება იმის, რომ როგორ ცუდად მოიქცნენ, როცა მოატყუეს ამომრჩეველი ბევრჯერ ჩვენგან განსხვავებით. 

 

ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ მათ, ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა, რომ ჩვენ გარშემო, ვინც ჩვენს ღირებულებებთან ახლოსაა, იქ გავაფართოოთ მოქალაქეების რიცხვი, ვისაც პოლიტიკური პროცესის რწმენა ექნება, მათ შორის მზაობა გრძელვადიანი მშვიდობიანი პროტესტისთვის, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის, ამას სერიოზული შრომა სჭირდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Advertisement