
ავტორი
Front News საქართველო
კვლევამ გვაჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ჰქონდა “ევროპული საქართველოს”, “ახალის” და “ლელოს” გაერთიანებას, რომელიც ორ ნახევარი პროცენტით მეტ შედეგს დებდა, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პარტიების ლიდერებისგან ვხედავთ მხოლოდ დუმილს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უპასუხისმგებლობა აღნიშნული პარტიების ლიდერების მხრიდან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებები.
“კვლევამ გვაჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ჰქონდა “ევროპული საქართველოს”, “ახალისა” და “ლელოს” გაერთიანებას, რომელიც ორ-ნახევარი პროცენტით მეტ შედეგს დებდა, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი.
ჩვენ ამ კვლევის შედეგების გაცნობამდე და მას შემდეგ საჯაროდ და არამარტო საჯაროდ მივმართეთ ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას და საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენ ამ პარტიების ლიდერებისგან ვხედავთ მხოლოდ დუმილს.
ფაქტია, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის ამ პარტიული გაერთიანების იყო და არის მკაფიო დისტანცირება, გამიჯვნა და დაგმობა იმისა, რასაც ჩვენ ვხედავთ კეზერაშვილის ალიანსში. ვგულისხმობ ბელადომანიას, კერპთაყვანისმცემლობას, რომელიც “ქართული ოცნების” სტილს ჰგავს და ჩრდილოვანი მართვის მცდელობას. ეს არის მიზეზი, რომელიმე პოლიტიკური პარტიების ლიდერების ეგოები, თუ ორივე ერთად, ამის მიუხედავად, ჩვენ სრულ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია მათი მხრიდან ამ ეტაპზე მხოლოდ სატელევიზიო განცხადებები”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს