Logo

გიგა ბოკერია – მგონია, ეს “ლელო“ და “ნაციონალური მოძრაობიდან“ გაუაზრებელი აქტივობაა, რომ აჩვენონ, რაღაცას ცდილობენ

პოლიტიკა
483
Frontnews image description

რამდენჯერ უნდა გააშიშვლო, შიშვლები არიან, აღარ არის ახალი მცდელობა საჭირო, – ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ოპოზიციურ პარტიებს – „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ინიციატივას პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით “გაუაზრებელ აქტივობას“ უწოდებს.   

“მე საერთოდ მიკვირს, რატომ გვიკვირს ვინმეს,  რომ „ქართული ოცნება“  საქართველოს პარლამენტში ზელენსკის მიმართვის წინააღმდეგი იქნებოდა. მიკვირს იმ ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოსი,  ვინც ამას ცდილობდა ჯიუტად. ზელენსკიმ მიმართა 5 ქალაქს, აქედან 4 ქალაქში, თბილისის გარდა, ეს მიმართვა დაორგანიზებული იყო მთვარობის მიერ.  ერთადერთი იყო საქართველო, სადაც ამის გაკეთება კერძო სტრუქტურას მოუწია, რადგან მთავრობას ამის ინტერესი არ ქონდა.

იმ კაცმა ჩვენ, საზოგადოებას უკვე  მოგვმართა და რატომ არის თვითმიზანი, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში ამ ხალხთან ჭიდაობა ამის შესახებ. 

მგონია, ეს „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაუაზრებელი აქტივობაა, რომ აჩვენონ, რომ რაღაცას ცდილობენ. თუ მეტყვიან გავაშიშვლეთ ეს რეჟიმიო, რამდენჯერ უნდა გააშიშვლო და ტყავი გააძრო, შიშვლები არიან, აღარ არის ახალი მცდელობა საჭირო“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები