გიგა ბოკერია – ყველასთვის ნათელია, როგორ სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მომავალი


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ “საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხვდებიან, როგორ სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მომავალი”.
“ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათი საჯარო განცხადებებით და ეს საჯარო განცადებები არის ძალიან მკაფიო. სწორედ ამიტომ აინტერესებთ ამ კრიზისის მდროს მთელი სპექტრის პოზიცია, დემოკრატიულის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, იმიტომ რომ ყველასთვის ნათელია, როგორ სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მომავალი, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვენი ადგილი თავისუფალ სამყაროში და ისტორიული შანსი, რომ ბოლომდე დავბრუნდეთ იქ”, – განაცხადა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა