
ავტორი
Front News საქართველო
ახლა აირჩიეს ამ ფარისევლებმა კონსერვატიული მხარე, რომლებიც სოციალისტების წევრები იყვნენ და ულტრამემარცხენეებთან მეგობრობდნენ, სანამ იქიდანაც არ გამოადგეს , – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნება” მოქალაქეებისთვის ახალი ილუზიების შექმნას ცდილობს.
“ისინი ხედავენ, რომ მათი სტრატეგია რაც ჰქონდათ საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანის, ამ ანტიდასავლურმა, ანტიქართულმა საქმემ, მარტო რუსულმა კანონმა კი არა, მთლიანად სადაც კი წავიდნენ – ისინი დააზიანა, იმიტომ, რომ ისინი კარგავენ და უკვე დაკარგეს ის ხალხი, ვინც თვლიდა, რომ “ოცნება” არ ვარგა, მაგრამ ჯობია, არ გავრისკოთ ცვლილება, ან ისე ცუდად არ არის საქმე და ეს რომ დაინახეს, რომ აქ კრახი აქვთ, ისევ შეეცდებიან ილუზია შექმნან.
ამბობენ, თან დასავლეთში მივდივართ და თან ყველას დავიჭერთო – ეს ძალის მაჩვენებელი კი არ არის, პირიქით, ყველაზე უფრო სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, უნდათ, რომ პანიკა დათესონ.
ახლა აირჩიეს ამ ფარისევლებმა კონსერვატიული მხარე, რომლებიც სოციალისტების წევრები იყვნენ და ულტრამემარცხენეებთან მეგობრობდნენ, სანამ იქიდანაც არ გამოადგეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს