
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის შიგნით თუ კი ვინმეს შეუძლია, რომ რაღაც როლი ითამაშოს ეს არის სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ეს პოლიტიკური მანდატი იმ პოზიციით, რაც მან დაანახა ხალხს.
“ჩემთვის, შენობაში არ არის საქმე. სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ეს პოლიტიკური მანდატი იმ პოზიციით, რაც მან დაგვანახა ამ კრიზისის დროს, ამიტომ, ის დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ხმად ამ პროტესტის, სანამ ეს პროტესტი არ მიაღწევს თავის ამოცანას, რაც მდგომარეობს ამ რეჟიმის ცვლილებაში.
სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და კრიზისის ფონზე ლეგიტიმურობა და ყველასთვის მისაღები პოზიცია მიიღო. ქვეყნის შიგნით თუ კი ვინმეს შეუძლია, რომ რაღაც როლი ითამაშოს ეს არის სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს