
ავტორი
Front News საქართველო
სამარცხვინო ოლიგარქის პირობებში რომელ თოჯინას სად დასვამენ, შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, სანამ ივანიშვილის ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში, მანამდე საქართველო დიდი საფრთხის წინაშე იდგება.
“სამარცხვინო ოლიგარქის პირობებში რომელ თოჯინას სად დასვამენ, შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ. ზოგჯერ ეს არჩევანი კიდევ უფრო უტიფარია და კიდევ უფრო მკაფიოს ხდის რაღაცებს, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ ეს არ ცვლის არაფერს.
ოხანაშვილი კი არა, ნებისმიერი სხვა რომ დასვან სანამ ამ კაცის, ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური გარემოცვის ჩამოცილება არ მოხდება ძალაუფლებისგან, მანამდე ჩვენი ქვეყანა არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე, ვინც არ უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ თანამდებობაზე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი მოიაზრება.
თაგები:
გიგა ბოკერია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს