
ავტორი
Front News საქართველო
“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ აშშ საქართველოს მტრობდა და ქვეყანა “მისმა პირადმა გამბედაობამ გადაარჩინა”.
“ეს არის გაგრძელება ამ უბინძურესი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის. პირდაპირ მტრობაა საქართველოს ინტერესების, მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ავრცელებს ბოლო თვეებია, რასაც ზოგადად წლებია, აკეთებს, ამ დემონიზებას თავისუფლების იდეის და თავისუფალი სამყაროსი პუტინისტური პროპაგანდის მხარდაჭერით, პირდაპირ და ირიბად. მაგრამ, ახლა ბოლო თვეებია, ეს გადავიდა იმ ზღვარზე, რომ უტიფრად ასეთ ბოდვაში ვართ, რომ სერიოზულად ეს კაცი და მისი გარემოცვა გვთავაზობს ამ ფორმულას, რომ ამერიკა ჩვენ გვმტრობდა და უბრალოდ ივანიშვილის პირადმა გამბედაობამ გადაგვარჩინა და ამიტომ, ის ისჯება.
ამ ბოდვას ყველა მოქალაქემ უნდა მისცეს მარტო ერთი შეფასება – საშიშია ეს ადამიანი ყოველდღე, სანამ ის მართავს ქვეყანას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს