გიგა ბოკერია – თუ არ ვისარგებლებთ ამ ისტორიული მომენტით, თაობები გადაიხდიან ძალიან მძიმე ფასს


ავტორი
Front News საქართველო
თუ არ ვისარგებლებთ ამ ისტორიული მომენტით, თაობები გადაიხდიან ძალიან მძიმე ფასს. ახლა კონგრესში თემაა, რომ საქართველოში არის რუსეთის პროქსი, ანუ, მარიონეტული რეჟიმი, – ამის შესახებ “ევროპული საქართველო” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენები ქართველი ხალხის დახმარებაა.
“მე მგონია, რომ ჩვენ უნდა გვინდოდეს კონგრესში მოსმენები, თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის სამხედრო სფეროში, თავისუფალ ვაჭრობასა და ნატოში გაწევრიანების საკითხში. ამის ნაცვლად კი კონგრესში თემაა, რომ საქართველოში არის რუსეთის პროქსი, ანუ, მარიონეტული რეჟიმი.
ეს მოსმენა არის საქართველოს დახმარება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნება ამ რეჟიმისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ტკივილის მისაყენებლად, არის საქართველოს და ქართველი ხალხის დახმარება, იმიტომ, რომ ამის გარეშე ჩვენ უფსკრულის პირას ვართ ამ ისტორიულ მომენტში და თუ არ ვისარგებლებთ ამ მომენტით, თაობები გადაიხდიან ძალიან მძიმე ფასს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია – ეს კვლევა აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მარცხი იქნება ძალიან მძიმე, თუ მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე

გიგა ბოკერია – საგამოძიებო კომისიაზე თუ არ დამიბარებენ, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან

გიგა ბოკერია – არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება თუ რა ფორმით შევძლებთ ან ჩავთვლით შესაძლებლად ამ არჩევნებში მონაწილეობას