გიგა ბოკერია – თუ კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ, ეს შეიძლება მხოლოდ გეოპოლიტიკური იყოს


ავტორი
Front News საქართველო
თუ კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ, ეს შეიძლება მხოლოდ გეოპოლიტიკური იყოს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსათვის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს საქართველოს არსებული ხელისუფლება წარმოადგენს და არასწორია საკითხის ასე დასმა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი „გვეკუთვნის“.
“ზოგჯერ ხელისუფლების ოპონენტებიც ასე სვამენ საკითხს, რომ მივმართოთ ევროპას, რომ ჩვენ ვიმსახურებთ, ოღონდ იქვე არ ახსენებენ, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი [მთავრობა შესაცვლელი]. მერე შეიძლება ბრაზი გაჩნდეს, რომ ხო შეეძლოთ ჩვენთვის რაღაც მოეცათ და არ მოგვცეს. ამას სხვათაშორის ანტიდასავლური პროპაგანდა გამოიყენებს, თუ კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს სასარგებლოდ, ეს შეიძლება მხოლოდ გეოპოლიტიკური იყოს. შეიძლება, იმის მიუხედავად, საქართველოში რა ხდება, გეოპოლიტიკამ გადაწონოს.
თუ კი კრიტერიუმი არის როგორი გზით მიდის დღეს ქვეყანა და ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობა წარმოადგენს, მაშინ იქ ჩვენ შანსი არ გვაქვს. რასაც ვუყურებთ, მოძრაობა არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, ღია მტრული პროპაგანდა, “ოცნების” სტანდარტითაც კი ახალ ხარისხშია აყვანილი დასავლეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია

კახა გოგოლაშვილი – ამერიკიდან სანქციების მოხსნაზე მხოლოდ “ოცნების” სწორი ნაბიჯები იმოქმედებს, ეს ნაბიჯები კი იქნება ხელახალ არჩევნებზე თანხმობა

მამუკა მდინარაძე – თუ იქნება საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ბუნებრივია, მოლოდინი არსებობს, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ

გიგა ბოკერია – თუ ამ მოღალატეობრივ აბსურდს დავუჯერებთ, მაშინ არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ, არამედ ჯარიც უნდა გავაუქმოთ