Logo

გიგა ბოკერია – თუ შენი ქვეყნის საფრთხე და მტერი სადმე აღწევს წარმატებას, ეს კარგი როგორ არის ჩვენთვის?!

პოლიტიკა
03.03.2025 / 16:12
Frontnews image description

თუ შენი ქვეყნის საფრთხე და მტერი სადმე აღწევს წარმატებას, ეს კარგი როგორ არის ჩვენთვის?! უკრაინის მარცხი საქართველოს წარმატება როგორ არის? – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნებას” საზოგადოების დემორალიზაცია სურს.

“როგორც არ უნდა აფასებდეს ადამიანი პრეზიდენტ ზელენსკის, მე მიმაჩნია, რომ არის უკრაინელი ხალხის პრეზიდენტი, რომელმაც ისტორიული სიმტკიცე გამოიჩინა ყველაზე რთულ მომენტში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგრამ მის მიმართ ვინმე კრიტიკული რომც იყოს, უკრაინის მარცხი საქართველოს წარმატება როგორ არის?! თუ შენი ქვეყნის საფრთხე და მტერი სადმე აღწევს წარმატებას, ეს კარგი როგორ არის ჩვენთვის?!

ეს სიხარული რით შეიძლება აიხსნას, თუ არა ადამიანის ამაზრზენი მორალური თვისებებით და მოღალატეობრივი ინსტინქტით, რომ დემორალიზაცია სურთ საზოგადოების. თვითონ უხარიათ ყველაფერი ის, რაც ჩვენს დემორალიზაციას გამოიწვევს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების გზად ეგ მიაჩნიათ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Advertisement