გიგა ბოკერია – თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს ჩვენს ევროპულ მომავალს, ახლა თვალი უნდა აეხილოს


ავტორი
Front News საქართველო
“თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს ჩვენს ევროპულ მომავალს, ახლა თვალი უნდა აეხილოს” – ამის შესახებ “ფედერალისტების” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, “ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის გარეშე, საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება”.
მისივე თქმით, დღევანდელი განცხადება, ამ რეალობასთან, ანუ, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პერსპექტივასთან შეგუებისკენ მიმართული უტიფარი ნაბიჯია ამ ხელისუფლების მხრიდან.
“თუ ვინმე გონიერ, პატრიოტ მოქალაქეს ჯერ კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს მთლიანად, ჩვენ დასავლურ, ევროპულ, ანუ ქართულ მომავალს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენას, ახლა თვალი უნდა აეხილოს.
ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, ამის გარშემო დიდი უმრავლესობის კონსენსუსის შეკვრა, რაც აუცილებელი პირობაა ამ ხელისუფლების დასამარცხებლად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენოს.
თაგები:
გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია – თუ ამ მოღალატეობრივ აბსურდს დავუჯერებთ, მაშინ არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ, არამედ ჯარიც უნდა გავაუქმოთ

ირაკლი ალასანია – ნათელია, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ

ირაკლი კობახიძე – თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი