გიგა ბოკერია – ცხადი უნდა გავხადოთ საზოგადოებისთვის, რომ რუსული რეჟიმის პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მომავალთან


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ისტორიული მისიის შესასრულებლად და ამ ქვეყნის თავისუფლების სამშვიდობოს გასაყვანად, რუსული რეჟიმი მორალური სიცხადით და დემოკრატიული გზით უნდა ჩამოვიშოროთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია წერს.
“ივანიშვილისთვის ქვეყნის თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ქვეყნის დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნა ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია. ძალაუფლების შენარჩუნებასა და ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნას შორის ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველ ჯერზე ძალაუფლების შენარჩუნებას აირჩევს ჩვენი მომავლის ღალატის ხარჯზე. ეს რეჟიმი ჩვენი მტრის, რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა.
როგორც მოსალოდნელი იყო, კანდიდატის სტატუსის მიღება არანაირი შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა ივანიშვილის რეჟიმისთვის.
ერთადერთი სწორი დასკვნა, რაც უახლესი წარსულიდან უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ცხადი, თანმიმდევრული გზავნილებით ვესაუბროთ საზოგადოებას და აღარ მივცეთ რეჟიმს სტრატეგიული ბუნდოვანების გამოყენების შესაძლებლობა, რათა პროდასავლური ამომრჩევლის ნაწილის ხელით განაგრძოს ანტიდასავლური, ანტიქართული საქმის კეთება.
მთელმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო სპექტრმა უნდა შეწყვიტოს ამ რეჟიმის პირობებში ჩვენი ქვეყნის დასავლურ სამყაროში დაბრუნების შანსებზე ილუზიის კულტივირება და ერთმნიშვნელოვანი და ცხადი უნდა გავხადოთ საზოგადოებისთვის, რომ რუსული რეჟიმის შინაარსი და პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს თავისუფალ, უსაფრთხო, დასავლურ, ევროპულ მომავალთან.
აქვე, არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ვითარების შემოტრიალება მხოლოდ ჩვენი დასავლელი მეგობრების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების შიგნით გარდატეხის გარეშე.
ჩვენი ისტორიული მისიის შესასრულებლად და ამ ქვეყნის თავისუფლების სამშვიდობოს გასაყვანად, რუსული რეჟიმი მორალური სიცხადით და დემოკრატიული გზით უნდა ჩამოვიშოროთ”, – წერს ბოკერია.
თაგები:
გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია – თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს ჩვენს ევროპულ მომავალს, ახლა თვალი უნდა აეხილოს

გიგა ბოკერია – თუ ამ მოღალატეობრივ აბსურდს დავუჯერებთ, მაშინ არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ, არამედ ჯარიც უნდა გავაუქმოთ

გიგა ბოკერია – ამ რეჟიმის ძალაუფლების ჩამოცილების გარდა საქართველოს სხვა გზა არ გააჩნია