გიგა ბოკერია – უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო და სამარცხვინო რეჟიმი და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტია პანიკაშია, ამასთან, აჩვენებს ყველას, რომ “მათ სიტყვას ნული აქვს ფასი”.
“ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისა ადასტურებს იმას, რომ პირველი: პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორედ, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. მაგრამ, რაც ყველაზე უფრო მთავარია, ახლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან”, – განაცხადა ბოკერიამ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს