გიგა ბოკერია – უფრო დიდ რამეზეა აქ საქმე, უფრო დიდ რამეს ემუქრება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი


ავტორი
Front News საქართველო
ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ უფრო დიდ რამეზეა აქ საქმე, უფრო დიდ რამეს ემუქრება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის მიზანი ქვეყანაში არსებული მოვლენებიდან ყურადღების გადატანაა.
“ხაზარაძე-ჯაფარიძე დაიბარეს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაში და ჩემთვის არ დაუძახებიათ. ეს ხომ უტიფრობაა და დაცინვაა მათი მომხრეების.
თვითონ ამ კომისიის ამოცანა გასაგებია, რაც აქვთ, უნდათ, რომ ყურადღება იყოს ისე, თითქოს ის, რაც ხდება არის წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების დაპირისპირება და ყველა ერთ ქვაბში უნდათ, რომ მოხარშონ.
რა თქმა უნდა, ამას არ უნდა ავყვეთ და უნდა დავცინოთ. ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ უფრო დიდ რამეზეა აქ საქმე, უფრო დიდ რამეს ემუქრება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი – ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თაგები:
გიგა ბოკერია