გიგა გაბელაია - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელზეც დავიწყებთ მუშაობას, მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაა


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატმა გიგა გაბელაიამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ჯამში დაახლოებით 150 კილომეტრამდე გზა დავაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ფაქტობრივად წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის 95% გაზიფიცირებული იქნება და მოსახლეობა ისარგებლებს ამ სერვისით. მეორეს მხრივ, წყალმომარაგება და წყალარინების სისტემა არის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა მუნიციპალიტეტისთვის. დღეს, ქალაქი სრულად და რამდენიმე სოფელი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. ასევე, მუნიციპალიტეტმა მთელი ამ ხნის განმავლობაში მოახერხა არა ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია. საგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა", - განაცხადა გაბელაიამ.
მოქმედმა მერმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. გიგა გაბელაია აცხადებს, რომ მთავარი ამოცანა მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იქნება.
"ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენს თავს დავუსახეთ და უახლოეს პერიოდში აღნიშნულზე დავიწყებთ მუშაობას, ეს არის მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა, განთავსდება კინოთეატრი, რომელიც მუნიციპალიტეტს ბევრი ათეული წელია აღარ აქვს. საზოგადოებას არა ერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შევთავაზეთ გასულ პერიოდში, თუმცა ტემპი და მიდგომები გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში ვიწყებთ ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას. გვაქვს პროექტი და შემდგომი 4 წლის გამოწვევის ნაწილი იქნება სპორტული კომპლექსის მშენებლობა“, - განაცხადა გიგა გაბელაიამ.
თაგები:
გიგა გაბელაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს