Logo

გიგა ინაშვილი – თუ დავუშვებთ, რომ რუსეთი პოლონეთთან ომს დაიწყებს, ეს იქნება უკვე ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენებით

პოლიტიკა
1241
Frontnews image description

თუ დავუშვებთ, რომ  რუსეთი პოლონეთთან ომს  დაიწყებს, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს ომს ნატოსთან, ეს იქნება უკვე ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენებით, –  ამის შესახებ  Front News-ს  სამხედრო ექსპერტმა გიგა ინაშვილმა განუცხადა.  

 

მისი თქმით, ჩვეულებრივი სამხედრო შეიარაღებით ბრძოლის რესურსი რუსეთს არა თუ პოლონეთთან,  არამედ უკვე უკრაინასთან ომშიც არ ყოფნის. 

 

“თუ დავუშვებთ, რომ რუსეთი პოლონეთთან ომს დაიწყებს, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ეს იქნება ნატოსთან ომი და  ეს იქნება უკვე ტაქტიკური ბირთვული  შეიარაღების გამოყენებით, იმიტომ რომ ჩევეულებრივი შეიარაღებით რუსეთს უკრაინაშიც კი არ ყოფნის რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს, არათუ პოლონეთთან. ზოგადად, პოლონეთს სამხედრო პოტენციალი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე უკრაინის იყო ომის დაწყებამდე. 

 

რაც შეეხება დოკუმენტების დაწვას, როგორც წესი,  ეს საელჩოდან ევაკუაციის შემთხვევაში ხდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ძალიან არის დაცემული იმ რესურსების რაოდენობა, რაც რუსეთს ელემენტარულად უკრაინაში ჭირდება, პოლონეთზე არ არის საუბარი, ბალტიის ქვეყნებთანაც კი ძალიან გაუჭირდება ომი“, – განაცხადა გიგა ინაშვილმა

 

გავრცელდა კადრები, რომ პოლონეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოდან კვამლი ამოდის, რაც საელჩოს ევაკუაციისა და მოსალოდნელ ომის საფრთხედ მიიჩნიეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები