
ავტორი
Front News საქართველო
მე ძალიან კარგად მესმის, როგორ ბრძოლაშიც ვართ და აქ უნდა ვეძებდეთ გამოსავალს, არა დამნაშავეებს. ახლა არ არის ბრალდებების დრო, ახლა არის ერთიანობის დრო და მე მინდა, რომ ეს გაიაზროს ყველამ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის უკანასკნელი სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს დასაყრდენს კრემლისთვის, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი.
“მე ძალიან კარგად მესმის, როგორ ბრძოლაშიც ვართ და აქ უნდა ვეძებდეთ გამოსავალს, არა დამნაშავეებს. ახლა არ არის ბრალდებების დრო, ახლა არის ერთიანობის დრო და მე მინდა, რომ ეს გაიაზროს ყველამ. ახლა ჩვენ ვადევნებთ უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ სურათს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არის უკანასკნელი დასაყრდენი რუსეთის ფედერაციისთვის შავი ზღვის რეგიონში. საქართველო არის უკანასკნელი სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს დასაყრდენს კრემლისთვის, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი. საქართველოს გათავისუფლებით დასრულდება რუსეთის გავლენა შავი ზღვის რეგიონში, ამ პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება, ჩვენ გვქონდეს მოლოდინი, რომ, რომელიმე ერთი დილა გათენდება, როდესაც ქუჩაში გამოვა ბევრი ხალხი და აქ ყველაფერი დასრულდება, ეს ხომ შეუძლებელია. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ სურათთან, თუმცა, გამოსავალი არის ძალიან ცხადი, რომ ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს მანამ, სანამ არსებობს სამოქალაქო წინააღმდეგობა საქართველოში“, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს